ნუშის და მოცვის ნამცხვარი

On 08/10/2015 by letusc

ნუშის და მოცვის ნამცხვარი გამომცხვარია ფქვილის და შაქრის გარეშე. დასატკბობად შაქრის შემცვლელი სუკოლინი გამოვიყენე. ამის გამო ნამცხვარი დაბალნახშირწყლოვანია და შეგიძლიათ ცილოვანი ან low carb დიეტის დროსაც დაუფიქრებლად ისიამოვნოთ. ნუში შეიძლება ნიგვზით ან თხილით შეიცვალოს, მოცვი კი – სხვა კენკროვანით ან სეზონური ხილით.
ნამცხვარი ძალიან გემრიელი და ადვილად მოსამზადებელია. სცადეთ და ისიამოვნეთ. Smile

 

 

Mandel-Heidelbeerkuchen

 

მასალა 20 სმ დიამეტრის ფორმისათვის:

  • 200 გ დაფქული ნუში 
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი ან 0,5 ჩკ სოდა ძმრით 
  • 50 გ დარბილებული კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 100 გ შაქარი (ან 120 გ სუკოლინი)
  • ვანილი
  • 1 სკ ჩიას (Chia) თესლი
  • 100 გ ქოქოსის რძე
  • მწიკვი მარილი
  • 150 გ მოცვი
  • შაქრის პუდრი დეკორაციისათვის

მომზადება:

ფორმაში ჩაფინეთ ქაღალდი და წააცხეთ კარაქი.
მოცვი გარეცხეთ და ქაღალდზე შეაშრეთ. ჩიას თესლი ჩაყარეთ ქოქოსის რძეში და დატოვეთ დაახლოებით 10 წუთი. პერიოდულად მოურიეთ, რომ არ შეწებდეს.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე, შეათქვიფეთ კარაქი. დაამატეთ ქოქოსის რძისა და ჩიას ნარევი.
ნუშის და გამაფხვიერებლის ნარევი დააფრქვიეთ და კოვზით კარგად გაანაწილეთ. მოცვის ნახევარი შეურიეთ ცომს. შემდეგ ცომი ჩაასხით ფორმაში, ზედაპირზე მოაყარეთ დარჩენილი მოცვი და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთით.
გამომცხვარი ნუშის და მოცვის ნამცხვარი 5-10 წუთი ფორმაში შეაგრილეთ, შემდეგ გი ფორმიდან ამოიღეთ და ცხრილზე გააცივეთ.

 

Mandel Heidelbeerkuchen
გაცივებულ ნამცხვარს შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *