ნუშიანი შავ-თეთრი ნამცხვრები

On 07/02/2015 by letusc

რადგან ჩემი ოჯახის წევრებს შოკოლადიანი ნამცხვრები უყვართ, ხშირად ვამზადებ ნამცხვრებს კაკაოთი და შოკოლადით. ამჯერად დამოვიყენე თეთრი და მუქი ცომის კომბინაცია და მოვამზადე ნამცხვრები კაკაოს და ნუშის არომატით, რომელიც ძალიან გემრიელი გამოვიდა. ადვილი და სახალისო მოსამზადებელია ბავშვებთან ერთად. ლამაზად შეფუთული შეგიძლიათ საჩუქრადაც გამოიყენოთ. Smile გლუტენის აუტანლობის შემთხვევაში შეგიძლიათ უგლუტენო ფქვილითაც მოამზადოთ.

Mandel-schwarz-weiß Gebäck

მასალა:

  • 500 გ ფქვილი
  • 100 გ დაფქული ნუში
  • 200 გ შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 3 კვერცხი 
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 0,5 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 2 სკ კაკაო
  • 2 სკ ფქვილი (საჭიროების მიხედვით)

მომზადება:

დაჭრილი კარაქი, ფქვილი, შაქარი, ნუში, ვანილიანი შაქარი, კვერცხი შეურიეთ და მოზილეთ გლუვი ცომი. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო და მეორე ნაწილს – 2 სკ ფქვილი (თუ ცომი ძალიან რბილია, იმ შემთხვევაში). ცომის ნაწილები ცალ-ცალკე შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მაცივარში შეინახეთ ერთი საათით. კარგად რომ გაცივდება, გააბრტყელეთ თითოეული, ორივე ცომიდან გამოჭერით სასურველი ფორმები და დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე. შემდეგ გამოჭრილ ფორმების ცენტრში იგივე ან სხვა ფორმის პატარა ზომის ცომი ამოჭერით. შემდეგ ეს პატარა ნაწილები გაცვალეთ – თეთრი პატარა ნაწილები ჩასვით მუქ დიდ გამოჭრილ ფორმაში და პირიქით (იხილეთ სურათები).
აცხობ ფურცელს რომ შეავსებთ, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი. ეცადეთ, ცომმა ფერი არ შეიცვალოს, თორემ ძალიან გამოშრება. დარჩენილი ცომით გააგრძელეთ ნამცხვრების ამოჭრა. თუ ცომი გათბა და დარბილდა, ისევ გააცივეთ მაცივარში ცელოფანში გახვეული.

Mandel schwarz-weiß Gebäck
ნუშიანი შავ-თეთრი ნამცხვრები ცხრილზე გააცივეთ.

Schwarz-weiß Gebäck

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *