რძის ფლავი

On 03/08/2014 by letusc

რძის ფლავი ალბათ ბევრი თქვენგანის საყვარელი ფაფაა. გემრიელია საუზმეზე როგორც თბილი, ასევე ცივი. ძალიან უხდება მურაბები და ჯემები, ზოგი დარიჩინითაც შეექცევა. მე ძალიან მომეწონა მოცხარის მურაბით.   Smile

Milchreis

მასალა:

  • 300 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი
  • 700-800 მლ რძე (დაახლოებით)
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • შაქარი გემოვნებით  
  • ½ ჩკ მარილი
  • 1 სკ კარაქი

მომზადება:

ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ ოდნავ დაიფაროს და წამოადუღეთ. პერიოდულად ურიეთ, რომ ბრინჯი არ შეწებდეს და ძირზე არ მიიკრას. წყალი დაშრობას რომ დაიწყებს, დაასხით დაახლოებით 0,5 ლ ადუღებული რძე და რომ წამოდუღდება თავდახურული ხარშეთ ძალიან ნელ ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ. ბრინჯი ხარშვისას გაჯირჯვდება და რძეს შეიწოვს. დაამატეთ ხოლმე ცოტა-ცოტა რძე და თან ურიეთ. ბრინჯი რომ მოიხარშება, დაამატეთ ვანილი, მარილი, შაქარი გემოვნებით და კარაქი. ფლავის სისქე თავად განდაზღვრეთ თქვენი გემოვნების მიხედვით – ზოგს სქელი, ზოგსაც თხელი ფლავი მოსწონს. გაითვალისწინეთ, რომ გაცივებისას ფლავი სქელდება.
რძის ფლავის სერვირებისათვისაც ტემპერატურა თავად შეარჩიეთ, რადგან ამ მიმართულებითაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
რძის ფლავს ძალიან უხდება ალუბლის, შინდის, მოცხარის, მარწყვის, ატმის და გარგარის მურაბა, სხვადასხვა ჯემები.
რძის ფლავით შეგიძლიათ ტორტიც მოამზადოთ.

მოამზადეთ და მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *