თხილიანი ფხვიერი ნამცხვარი

On 19/12/2013 by letusc

ამ ფხვიერი ნამცხვრების ავტორია ახალგაზრდა ექიმი ჯოანა ელერი, რომელმაც გადმომცა რეცეპტი და გამასინჯა კიდეც ეს გემრიელი ნამცხვარი. სინჯეთ აუცილებლად, არაჩვეულებრივია და ძალიან მარტივი მოსამზადებელი.
მადლობას ვუხდი ჯოანას რეცეპტისათვის.  Smile

Nusskekse

მასალა:

250 გ კარაქი
350 გ ფქვილი
2 კვერცხი
150 გ შაქარი
50 გ ყავისფერი შაქარი
2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
½ შეკვრა გამაფხვიერებელი
200 გ დაფქული თხილი

მომზადება:

კარაქი, შაქარი, კვერცხი, ვანილი, გამაფხვიერებელი და თხილი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ბოლოს შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ მკვრივი ცომი, რომელიც ხელზე აღარ მიგეწებებათ. ცომს მიეცით მილის ფორმა და ჩამოჭერით წრეები. ეს ცომის წრეები დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე, ხელით მსუბუქად დააწექით და გამოაცხვეთ წინასწარ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი, ვიდრე ნამცხვრები ოქროსფერს არ მიიღებს.
თხილიანი ფხვიერი ნამცხვარი გემრიელია თბილიც და ცივიც.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *