სააღდგომო კვერცხის შეღებვა ხახვის ფურცლებით
სააღდგომო კვერცხის შეღებვის ეს მეთოდი განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გამოადგებათ, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ენდროს შოვნა სირთულეს წარმოედგენს.
შეღებილი კვერცხის ფერი დამოკიდებულია უმი კვერცხის ფერზე და ღებვის ხანგრძლივობაზე.
დაგჭირდებათ:
- თეთრი ხახვის ხმელი ფურცლები (დაახლოებით 2 კგ ხახვიდან მოზრდილი ქვაბისათვის)
- 1 სკ ძმარი
- 1 ჩკ მარილი
- კვერცხი სასურველი რაოდენობის (ოთახის ტემპერატურის)
მომზადება:
ხახვს მოაცალეთ ხმელი ფოთლები, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. პერიოდულად მოურიეთ. წყალი ხარშვაში გამუქდება. ხარშეთ დაახლოებით 30-45 წუთი. შემდეგ დაამატეთ ძმარი და მარილი და დაიწყეთ კვერცხების ჩაწყობა. ამისათვის თითო-თითო კვერცხი კოვზით ფრთხილად ჩაუშვით ხახვის ნახარშში. ერთ ჯერზე იმდენი კვერცხი ჩადეთ მოსახარშად, რომ ერთმანეთს არ ავიწროვებდნენ. პერიოდულად ფერი შეამოწმეთ. მოამზადეთ ჯამი ცივი წყლით. შეღებილი კვერცხები კოვზით ფრთხილად ამოიღეთ და ჩააწყვეთ ცივ წყალში. შემდეგ დააწყვეთ სამზარეულოს ქაღალდზე გასაშრობად. მშრალი კვერცხები შეგიძლიათ ზეთიანი ქაღალდით გააპრიალოთ.
თუ კვერცხებზე მუსტერების გამოსახვას გადაწყვეტთ, მოიმარაგეთ სხვადასხვა მცენარის ფოთლები, ან ქაღალდით გამოჭერით სასურველი ფიგურები. მოამზადეთ აგრეთვე ქალის თხელი რეიტუზი.
უმ კვერცხს დაადეთ სასურველი ფიგურა/ფოთოლი, წამოაცვით რეიტუზი და მჭიდროდ გამონასკვეთ. ნასკვთან ზედმეტი ნაწილი გადაჭერით და ჩაუშვით მოსახარშად.
გაითვალისწინეთ, რომ თხელი და ნაზი ფოთლები ჩქარა იხარშება, საღებავით იჟღინთება და ანაბეჭდი მკაფიო არ გამოდის. ამიტომ სქელი ფოთლები შეარჩიეთ. შეღებილ კვერცხს მაკრატლით შემოაჭერით რეიტუზის “ჩანთა” და გარეცხეთ.
მიირთვით გემრიელად!
გისურვებთ სასიამოვნო აღდგომის დღესასწაულს!