სააღდგომო ნამცხვრები ხაჭოს ცომით

On 15/04/2014 by letusc

სააღდგომო ნამცხვრები ხაჭოს ცომით

 

Osterfiguren

მასალა:

  • 350 გ ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 150 გ ხაჭო
  • 7 სკ რძე
  • 6 სკ ზეთი
  • 1 კვერცხი
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

ფქვილი, გამაფხვიერებელი, ხაჭო, რძე, შაქარი, ვანილიანი შაქარი და კვერცხი ჯამში მოათავსეთ, კარგად აურიეთ ერთმანეტში და მოზილეთ გლუვი, ელასტიური ცომი. ცომი მსუბუქა ფქვილმოყრილ ფიცარზე (მაგიდაზე) გადაიტანეთ და დაახლოებით 0,7 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. ამოჭერით სხვადასხვა ფორმები და დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე.

 

Oster-Figuren

 

ნამცხვარი წინასწარ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთი აცხვეთ, შემდეგ ცხრილზე გააცივეთ.
ნამცხვრების მოსართავად შაქრის მინანქარი ან შაქრის „ფანქრები“ გამოიყენეთ.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *