პასკა მარციპანით

On 01/05/2016 by letusc

სააღდგომო პასკას ძალიან უხდება მარციპანის გემო. სცადეთ აუცილებლად, უგემრიელესია! Tongue Out

 

 

Osterkuchen-Paska mit Marzipandecke

 

მასალა:

  • 100 მლ რძე
  • 400 გ ნაღები
  • 400 გ შაქარი
  • 300 გ კარაქი
  • 11 კვერცხის გული 
  • 1,25 კგ ფქვილი (ხორბალი ან იფქლი)
  • 80 გ ნედლი საფუარი 
  • 2 სკ კონიაკი
  • 1/2 ჩკ დაფქული მუსკატის კაკალი, 
  • ½ ჩკ ილი
  • ½ ლიმონი, ცედრა და წვენი
  • 200 გ ქიშმიში
  • 4 შეკვრა ვანილიანი შაქარი ან ვანილი სხვა ფორმით
  • ½ ჩკ მარილი
  • ნეიტრალური გემოს ზეთი ცომის მოსაზელად
  • 300 გ მარციპანი (დაახლოებით) პასკის დასაფარად და 100 გ ფიგურებისათვის

შენიშვნა: მასალაში მოცემული მარციპანის რაოდენობა საკმარისია ერთი დიდი პასკისათვის.

მომზადება:

რძე შეათბეთ (არ გააცხელოთ!), მოასხით დამტვრეული საფუარის და 1 ჩკ შაქრის ნარევს. კარგად მოურიეთ და 15 წუთით დადგით თბილად ასაფუებლად.
შუნელებს და ლიმონის ცედრას დაასხით 1 სკ კონიაკი და ლიმონის წვენი და მოურიეთ.
მოზრდილ ჯამში გათქვიფეთ კვერცხის გულები შაქართან, ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე. დამატეთ დარბილებული კარაქი, გაცხელებული ნაღები და გააგრძელეთ თქვეფა, კარაქის დადნობამდე. კვერცხის ნარევს შეურიეთ კონიაკიანი სუნელები, აფუებული საფუარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დააცერით ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომის ზელვისას ხელი ზეთში დაისველეთ. ცომს გადააფარეთ კულინარული ცელოფანი, ჯამი თბილად შეახვიეთ და დადგით რამოდენიმე საათით გასაფუებლად. გაფუებას სჭირდება 5-6 საათი. უკეთესია ცომი საღამოს მოზილოთ და ცხობა მეორე დღეს გააგრძელოთ.
ქიშმიშს მოასხით 1 სკ კონიაკი, მოაფრქვიეთ ცოტაოდენი ფქვილი და თითებით გაანაწილეთ.
მოამზადეთ ცილინდრული ფორმები, მაგალითად, სხვადასხვა ზომის ქვაბები ან კონსერვის ქილები. ფორმებს უხვად წააცხეთ რბილი კარაქი ან ფორმებში წინასწარ ჩაფინეთ ქაღალდი და ქაღალდსა და წააცხეთ კარაქი.
გაფუებული ცომი გადაზილეთ ზეთიანი ხელით. შეურიეთ ქიშმიში კონიაკიანად და კიდევ კარგად დაზილეთ. შემდეგ ზეთიანი ხელით გაანაწილეთ ფორმებში ისე, რომ ფორმის 1/3 შეივსოს ცომით. ყალიბებს ისევ ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას დადგით გასაფუებლად.

 

P1120829

 
როცა ცომი გაფუვდება მოხსენით ცელოფანი და გამოაცხვეთ წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ზედა და ქვედა ცეცალი რეჟიმზე. პასკების ზედაპირი შეფერვას რომ დაიწყებს, მიეცით მხოლოდ ქვედა ცეცხლი. ჩემს ღუმელში ასე უკეთესი პასკა ცხვება. თქვენ გაითვალისწინეთ თქვენი ღუმელის თავისებურებები.
გაითვალისწინეთ, რომ პატარა პასკის გამოცხობის დრო უფრო მოკლეა, ვიდრე დიდის. გამოცხობას 40-60 (დაახლოებით) წუთი სჭირდება ფორმის ზომაზე დამოკიდებულებით. გამომცხვარი პასკები ფორმებშივე ცოტა შეაცივეთ. თუ მაღალი, ვიწრო ფორმები იხმარეთ, მაშინ დაწოლილი შეაგრილეთ. შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან და დადეთ ცხრილზე სრულ გაცივებამდე. მაღალი და ვიწრო პასკები დაწვენილ მდგომარეობაში გააცივეთ. დრო და დრო აბრუნეთ.

 

Osterkuchen-Paska mit Marzipan

 

გაცივებულ პასკებს (ან ერთ პასკას) გადააკარით გაბრტყელებული მარციპანი და მორთეთ მარციპანისაგან გამოჭრილი ფიგურებით.

გემრიელად მიირთვით!

გისურვებთ სასიამოვნო აღდგომის დღესასწაულს! <3 Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *