ომლეტი ბულგარული წიწაკით

On 08/03/2017 by letusc

ომლეტი ბულგარული წიწაკით სახელდახელო, ძალიან გემრიელი, დაბალნახშირწყლოვანი კერძია. შეგიძლიათ ცილოვანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტების დროს თავისუფლად მიირთვათ.

 

Paprika-Omelette

 

მასალა:

  • 1 დიდი ბულგარული წიწაკა
  • 5 კვერცხი
  • მარილი და დაღერღილი წიწაკა 
  • დაახლოებით 5 ნაჭერი ქამემბერტი (Camembert) ან სხვა მდნარი ყველი
  • ცოტაოდენი დაჭრილი ქინძი
  • ცოტაოდენი ზეთი

მომზადება:

ბულგარული წიწაკა გარეცხეთ და დაჭერით. გადაიტანეთ ტაფაზე და ზეთში მსუბუქად შეწვით.
კვერცხი გათქვიფეთ, შეკმაზეთ მარილით და წიწაკით.
კვერცხი მოასხით წიწაკას და ზედაპირზე მოაწყვეთ ქამემბერტის ნაჭრები.
ტაფას სახურავი დაახურეთ და ცეცხლს დაუწიეთ. ომლეტს ზედაპირი რომ ცოტა გამოუშრება და ყველი დნობას დაიწყებს, მზადაა.

 

Paprika Omelette
ომლეტს ქინძი მოაფრქვიეთ და ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.

 

პ.ს. თუ შებრაწული მთლიანი კვერცხი გიყვართ, შეგიძლიათ ზოგიერთი კვერცხი მთელი დატოვოთ.

გემრიელად მიირთვით!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *