ატმის და ქლიავის ჯემი
ატმის და ქლიავის ჯემი, უგემრიელესი და ძალიან არომატული! აუცილებლად უნდა სინჯოთ!
მასალა:
- 3 კგ მწიფე ატამი
- 3 კგ მწიფე ქლიავი
- 2-3 კგ შაქარი (დაახლოებით)
მომზადება:
ატამს კურკა გამოაცალეთ და დაჭერით, ნუ გაფცქვნით. ქლიავი შუაზე გაჭერით და კურკა გამოაცალეთ.
ატამი და ქლიავი ჩაყარეთ ქვაბში შაქართან მონაცვლეობით და დატოვეთ რამოდენიმე საათი, ვიდრე წვენი არ გამოეყოფა. დადგით ნელ ცეცხლზე, წვენს რომ მოიგდებს, შეგიძლიათ ცეცხლს ცოტა მოუმატოთ. და გააგრძელეთ ხარშვა სასურველ სისქემდე და კონსისტენციამდე. ხშირად ურიეთ. გაითვალისწინეთ, რომ გაცივების შემდეგ ჯემი გასქელდება.
მოხარშული ცხელი ჯემი ჩაასხით ცხელ ქილებში და მოახრახნეთ ცხელი ხუფები.
ატმის და ქლიავის ჯემი შეინახეთ გრილ ადგილას.
მიირთვით გემრიელად!