ქლიავის ნამცხვარი ქოქოსით

On 12/08/2017 by letusc

ქლიავის ნამცხვარი ქოქოსით მომზადებულია სრულმარცვლოვანი ფქვილით და ქოქოსის ფანტელით, რაც არაცვეულებრივ არომატს და კონსისტენციას აძლევს. ქლიავის ნაცვლად შეგიძლიათ სხვა ხილიც გამოიყენოთ. Smile

 

Pflaumen-Kokos Kuchen

 

 

მასალა 24 სმ დიამეტრიანი ფორმისათვის:

  • 2 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი 
  • 100 გ კარაქი
  • 100 გ მაწონი
  • 150 გ (ან ცოტა მეტი) იფქლის (ან ხორბლის)სრულმარცვლოვანი (ან თეთრი) ფქვილი
  • 50 გ ქოქოსის ფანტელი
  • 50 გ კარტოფილის ფქვილი ან სიმინდის სახამებელი 
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი ან 0,5 ჩკ სოდა ძმრით
  • მწიკვი მარილი
  • 400 გ ქლიავი (ნებისმიერი სახის, უკურკოდ აწონილი) 
  • შაქრის პუდრი და ქოქოსის ფანტელი მოსართავად

მომზადება:

ქლიავი გარეცხეთ, შეაშრეთ და კურკა გამოაცალეთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად.
ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.
მრგვალ ფორმაში ჩაფინეთ ქაღალდი.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად. დაამატეთ ჯერ დარბილებული კარაქი და მაწონი გამაფხვიერებლით და შემდეგ – ფქვილის, სახამებლის და ქოქოსის ნარევი. ფრთხილად მოურიეთ. ბოლოს ცომს დაჭრილი ქლიავიც შეურიეთ.
ცომი ჩადეთ ფორმაში, ზედაპირი გადაასწორეთ და აცხვეთ დაახლოებით 30-40 წუთი. ცხობის ხანგრძლივობა თქვენი ღუმელის თავისებურებებზეა დამოკიდებული.
მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.

 

Pflaumen-Kokos- Kuchen
გამომცხვარი ნამცხვარი ფორმაში ცოტა შეარილეთ, შემდეგ ფორმის რკალი მოხსენით, ძირიც ფრთხილად მოაცალეთ და ცხრილზე გააცივეთ.

 

Pflaumen Kokos Kuchen
გაცივებულ ქლიავის ნამცხვარს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი და ქოქოსის ფანტელი.

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *