ქლიავის ჯემი

On 30/08/2013 by letusc

ქლიავის ჯემი ჩემი საყვარელი ჯემია, ბავშვობას მახსენებს…   Smile   

ძალიან მომწონს კარგად ნადუღი, სქელი და პრიალა ჯემი. არაჩვეულებრივი გამოდის ყვითელი დიდი ქლიავით, ჭანჭურით ან ნებისმიერი ჯიშის ქლიავით.

Pflaumenkonfitüre

 

მასალა:

Pflaumen

Zwetschgen

  • 5 კგ ქლიავი (კურკის გარეშე)
  • 1 კგ შაქარი (ან გემოვნებით)

მომზადება:

ქლიავს კურკა გამოაცალეთ, შაქარი ფენა-ფენა მოაყარეთ და 1 სთ გააჩერეთ. შემდეგ ნელ ცეცხლზე დადგით და წამოადუღეთ. რომ ადუღდება, ზომიერ ცეცხლზე გააგრძელეთ ხარშვა.

Pflaumenkonfitüre

ხშირად ურიეთ, რომ ძირზე არ მიიკრას. ხილი რომ მოიხარშება, ცეცხლი გამორთეთ და ერთი ღამე გამოატარეთ. გაცივებულ ჯემს სქელი მასის კონსისტენცია უნდა ჰქონდეს. თუ თხელია, კიდევ გააგრძელეთ დუღილი. თუ გსურთ, შეგიძლიათ მსუბუქად დააბლენდეროთ.

მზა, ცხელი ჯემი ცხელ ქილებში ჩაასხით, ცხელი ხუფები მოახრახნეთ და 5 წუთის განმავლობაში თავდაყირა დადეთ.

Pflaumenkonfitüre

ქლიავის ჯემი მშრალ და გრილ ადგილას შეინახეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *