ქლიავის ნამცხვარი

On 22/06/2013 by letusc

სახელდახელო და ძალიან გემრიელი ქლიავის ნამცხვარი შეგიძლიათ ცოცხალი ან გაყინული ქლიავით მოამზადოთ. მე ჩემი დაკრეფილი ქლიავი გამოვიყენე, რომელიც გავყინე და მთელი ზამთარი შევინახე. აუცილებლად გამოაცხვეთ, მოგეწონებათ!

Pflaumenkuchen

მასალა:

  • 150 გ მარგარინი/კარაქი
  • 150 გ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 200 გ ფქვილი
  • 50 გ კარტოფილის სახამებელი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი ან 1 ჩკ სოდა 1 სკ ძმრით
  • 1 მწიკვი მარილი
  • 500-600 გ ქლიავი/ჭანჭური

მომზადება:

დარბილებული მარგარინი ან კარაქი, მარილი და ვანილიანი შაქარი კარგად ათქვიფეთ კრემოვანი მასის მიღებამდე. კვერცხები სათითაოდ შეათქვიფეთ. Fფვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი აურიეთ ერთმანეთში, კვერცხის მასას დააცერით და კარგად შეურიეთ.

24 სმ დიამეტრის მრგვალ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და გვერდებზე ცხიმი წააცხეთ.

Pflaumenkuchen

ცომი ფორმაში გადაიტანეთ, ზედაპირი გადაასწორეთ, კურკაგამოცდილი ქლიავი მოაწყვეთ და წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი გამოაცხვეთ.

Pflaumenkuchen

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *