ქლიავის მურაბა

On 24/06/2016 by letusc

ქლიავის მურაბა ალბათ ბევრი თქვენგანის საყვარელი მურაბაა. მომზადებაც არაა რთული. უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქლიავი ჩქარა იხარშება და არ უნდა გადაგეხარშოთ.
ქლიავის მურაბაც, ისევე როგორც „let us cook“-ის სხვა მურაბები და ჯემები ნაკლები შაქრით არის მომზადებული, ამის გამო მურაბა ზომიერად ტკბილია და ხილის არომატიც ინტენსიურად შეიგრძნობა.
ქლიავის მურაბა ძალიან გემრიელია საუზმეზე სხვადასხვა სრულმარცვლოვან თუ თეთრ პურთან, ნამცხვრებში ან მხოლოდ ჩაისთან.
სცადეთ აუცილებლად Smile

 

 

Pflaumenmarmelade

 

 

მასალა:

  • 2 კგ მკვრივი ქლიავი, მაგ ჭანჭური ან შავი ქლიავი (კურკის გარეშე)
  • 800-1000 გ შაქარი
  • 2 ლ ცივი წყალი, ყინულებიანი
  • 2 სკ სოდა

მომზადება:

გარეცხილ, კურკაგამოცლი ქლიავს, დაასხით ცივი (ყინულიანი) სოდიანი წყალი (2 სკ 2 ლ წყალზე) და ორი საათი სიგრილეში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და რამოდენიმეჯერ გარეცხეთ.
ქლიავს ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი და დატოვეთ წვენის გამოყოფამდე. შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ ხარშეთ, ვიდრე ქლიავი არ მოიხარშება. ფრთხილად იყავით, არ გადაგეხარშოთ. შემდეგ ცეცხლი გამორთეთ, წვენი სხვა ქვაბში გადაწურეთ და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე არ შესქელდება. გასქელებული წვენი დაასხით ქლიავს, ერთხელ წამოადუღეთ და ღამით დატოვეთ.
მეორე დღეს ერთი კოვზი ცივი მურაბის წვენი დაასხით თეფშზე და კოვზის წვერით “გადასერეთ” წვენი. თუ კოვზმა სუფთა კვალი დატოვა და თეფში ზოლად გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მურაბა მზადაა. თუ არა, დუღება გააგრძელეთ.
ცხელი მურაბა ჩაასხით ცხელ ქილებში, მოახრახნეთ ცხელი ხუფები და შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

Pflaumen-Marmelade

Marmelade-Pflaumen

მიირთვით გემრიელად! 

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *