რადიჩიო-ისპანახის სალათი
რადიჩიო-ისპანახის სალათი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. სალათს მოვასხი გოგრის თესლის ზეთი, რომელიც არაჩვეულებრივ არომატს აძლევს სალათს. სალათი მომზადებულია მხოლოდ ორი სახის სალათის ფოთლებით. თქვენ შეგიძლიათ ყველის ნაჭრები, პამიდორი, კიტრი ან სხვა სახის სალათის ფოთლებიც დაამატოთ.
მასალა ორი ულუფისათვის:
- 1 პატარა თავი რადიჩიო
- 2 მუჭა ისპანახის ნორჩი ფოთლები
- მარილი, პილპილი
- გოგრის თესლის ზეთი
მომზადება:
რადიჩიოს გარეთა დამჭკნარი ფოთლები მოაცალეთ. ფოთლებად დაანაწილეთ, ან თავი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით, შეურიეთ ისპანახის გარეცხილი ნორჩი ფოთლები. მარილით და პილპილით შეკმაზეთ და მოასხით გოგრის თესლის ზეთი. რადიჩიო-ისპანახის სალათს ზეთი სერვირების წინ მოასხით, თორემ სალათი ზეთს შეიწოვს და დარბილდება.
მიირთვით გემრიელად!