რევანდის და ყველის ნამცხვარი

On 18/04/2016 by letusc

რევანდის და ყველის ნამცხვარი გახლავთ უგემრიელესი და ძალიან არომატული ყველის ნამცხვარი (Cheescake) რევანდით და ნუშით. ნამცხვარს არ აქვს ხორბლის ფქვილი, ამდენად, აგლუტენურია. თუ დაბალნახშირწყლოვან კვების რეჟიმს მისდევთ, შეგიძლიათ შაქარი სუკოლინით შეცვალოთ და მიიღებთ იდეალურ low carb ნამცხვარს. რევანდი ძალიან არომატული ბოსტნეულია, რომელსაც ხშირად ცხობაში იყენებენ. არაჩვეულებრივი გამოდგა ჩისქეიქისათვის. სცადეთ აუცილებლად, მოგეწონებათ Smile

Rhabarber-Käsekuchen

მასალა 28 სმ დიამეტრის ფორმისათვის:

  • 6 კვერცხი, ცილა და გულები ცალ-ცალკე
  • 200 გ შაქარი/230 გ სუკოლინი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 130 გ დარბილებული კარაქი
  • 800 გ კრემყველი
  • 200 გ იოგურტი ან მაწონი
  • 2 შეკვრა ვანილიანი პუდინგი (თითო დაახლოებით 40 გ)
  • 40 გ სახამებელი, მაგ. სიმინდის
  • 100 გ დაფქული ნუში
  • 2 ჩკ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • ცოტაოდენი შაქრის პუდრი დეკორაციისათვის
  • 600-700 გ რევანდი (დაახლოებით)

მასალა რევანდის მუსისათვის:

  • 450 გ რევანდი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 2 სკ წყალი
  • 100 გ შაქარი/120 გ სუკოლინი

მომზადება:

ნამცხვარი:
ყალიბში, რომელსაც გვერდები ეხსნება, ჩაფინეთ ქაღალდი და კედლებზე წააცხეთ კარაქი.
ღუმელი 175 გრადუსზე გააცხელეთ.
რევანდის ღეროები გარეცხეთ და დაჭერით დაახლოებით 1 სმ სიგანის ნაჭრებად.

Rhabarber.jpg

ერთად გაცერით სახამებელი, მარილი, გამაფხვიერებელი და პუდინგის ფხვნილი. შეურიეთ ნუში.
ყველი გათქვიფეთ შაქართან, იოგურტთან და ვანილიან შაქართან ერთად. შეათქვიფეთ სათითაოდ კვერცხის გულები და დარბილებული კარაქი. დაამატეთ მშრალი ნარევი და კარგად ათქვიფეთ.
ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხის ცილა (მიქსერის ფრთები სუფთა და მშრალი უნდა იყოს). ცილა რომ გამკვრივდება, კოვზით შეურიეთ ცომს ფრთხილად. დაამატეთ დაჭრილი რევანდი და ჩაასხით მომზადებულ ფორმაში. ზედაპირი გადაასწორეთ და შედგით ღუმელში დაახლოებით ერთი საათით. 30 წუთი მიეცით ზედა და ქვედა ცეცხლი. თუ შეატყობთ, რომ ზედაპირი მუქდება, გადაიტანეთ ქვედა ცეცხლზე. რომ გამოცხვება, ღუმელის კარი შეხსენით და ასე შეაგრილეთ.

Käse-Rhabarber Kuchen

შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, ფორმაშივე გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და რამოდენიმე საათით შედგით მაცივარში.
ნამცხვარი რომ გამოცხვება, ამოფუვდება და გაცივების შემდეგ ისევ ჩაიწევს, რაც ნორმალურია ყველის ნამცხვრებისათვის.

Rhabarberkäsekuchen

Rhabarber-Käse-Kuchen
სუფრასთან მიტანის წინ მოაფრქიეთ შაქრის პუდრი და მოასხით რევანდის მუსი (სურვილით).

რევანდის მუსი:
რევანდის ღეროები გარეცხეთ და დაჭერით დაახლოებით 1 სმ სიგანის ნაჭრებად.
ჩაყარეთ პატარა ქვაბში, მოაფრქვიეთ შაქარი და ვანილიანი შაქარი, დაასხით წყალი, წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი ხარშეთ.

Rhabarbermus

ბოლოს ბლენდერით გათქვიფეთ და გააცივეთ.

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

2 Responses to “რევანდის და ყველის ნამცხვარი”

  • Hallo Tamar,
    wir haben gerade den Rhabarber-Käsekuchen gebacken, er ist noch im Ofen.
    Bei der Zubereitung vermissten wir Hinweise auf zwei Zutatan: Joghurt und gemahlene Mandeln stehen auf der Zutatenliste, werden im Rezept dann aber nicht mehr erwähnt. Vielleicht sollte das noch ergänzt werden.
    Morgen werden wir uns den Kuchen + Rhabarbermus schmecken lassen!
    Viele Grüße
    Gunter Knauer

    • Hallo Gunter,

      Danke für den Hinweis, habe ergänzt. :)
      Hoffentlich hat Ihnen Rhabarber-Käsekuchen gut geschmeckt. :)

      Viele Grüße

      Tamar

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *