ჭარხლის სააღდგომო სალათი
არომატული და ჯნსაღი ჭარხლის სალათი, რომელიც ძალიან მოუხდება თქვენს სააღდგომო სუფრას.
მასალა:
- 500 გ ჭარხალი
- 1 პატარა კბილი ნიორი
- 1 პატარა თავი ხახვი
- რამოდენიმე ღერი ქინძი
- ტყემლის საწებელი გემოვნებით ან 1 სკ ძმარი
- წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება:
ჭარხალი მოხარშეთ კანიანად, შეაგრილეთ და დაფცქვენით. ფიგურული დანით დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი. შეკმაზეთ მარილით, წიწაკით, ნივრით და ტყემლის საწებლით (ან ძმრით).
მიირთვით გემრიელად!