სალათი Caprese

On 22/04/2013 by letusc

Caprese (პამიდვრის და მოცარელას სალათი) არის ძალიან გემრიელი იტალიური სალათი, რომელიც მზადდება პამიდვრის, ყველი მოცარელას, ბაზილიკისა და ზეითუნის ზეთისაგან. ბაზილიკი შეიძლება რეჰანით შეიცვალოს. მზადდება სწრაფად და ადვილად.

Salat  Caprese  - Tomaten-Mozzarella salat

მასალა:

  • 3 საშუალო ზომის მწიფე პამიდორი
  • 200 გ მოცარელა (ან ნაკლებმარილიანი სულგუნი)
  • 1 სკ ზეითუნის ზეთი
  • ბაზილიკის ან რეჰანის ფოთლები
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ძმარი ბალზამიკო სურვილით

მომზადება:

დაჭერით პამიდორი და მოცარელა მრგვალ წრეებად, დააწყვეთ თეფშზე მონაცვლეობით და მიეცით თქვენთვის სასურველი პოზიცია, მაგ. მრგვალ თეფშზე დააწყვეთ წრიულად, კუთხეებიანზე-სვეტებად. თანაბრად მოაწვეთეთ ზეითუნის ზეთი. შეკმაზეთ მარილით და პილპილით. ძალიან უხდება მსხვილი მარილი. ზევიდან მოაწყვეთ ბაზილიკის ან რეჰანის მთლიანი ფოთლები, ისე, რომ თითო პამიდვრის და მოცარელას წყვილზე თითო ფოთოლი მოდიოდეს. ძალიან გემრიელია საუზმეზე ან სტარტერად ბეგეტთან ან სხვა სახის გახუხულ პურთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *