შოკოლადიანი ტორტი მსხლით

On 22/10/2014 by letusc

შოკოლადიანი ტორტი მსხლით პოპულარული და ძალიან გემრიელი ნამცხვარია. ამჯერად ხორბლის ფქვილის ნაცვლად სიმინდის, ბრინჯის და კარტოფილის სახამებელის ნარევი გამოვიყენე, რამაც ნამცხვარს ნაზი კონსისტენცია მიანიჭა. სახამებელი შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ხორბლის ფქვილით ჩაანაცვლოთ. თუ მსხალი საკმარისად მწიფე არ არის, დაჭრის შემდეგ 2-3 წუთი მიკროტალღოვან ღუმელში მოთუშეთ. ძალიან უხდება ზევიდან მოსხმული მინანქარი. სცადეთ აუცილებლად, ადვილი გამოსაცხობი და უგემრიელესია შოკოლადის ინტენსიური არომატით. Smile

Schoko-Birnen Torte

მასალა 20 სმ დიამეტრიანი ფორმისათვის:

  • 150 გ კარაქი
  • 100 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 10 გ კაკაო
  • 200 გ სახამებელი (სიმინდის, ბრინჯის და კარტოფილის ნარევი)
  • ½ ჩკ გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 80 გ მუქი შოკოლადი
  • 3 სკ ნაღები (ან საჭიროების მიხედვით)
  • 1 სკ კონიაკი
  • 3 მწიფე მსხალი
  • ცოტაოდენი ნუშის ფანტელი ან შაქრის პუდრი მოსართავად.

შოკოლადის მინანქარის მომზადება წაიკითხეთ ბმულზე.

მომზადება:

მსხალი მსხვილ ზოლებად დაჭერთ, გათალეთ და თესლების მიდამო ამოაჭერით. ზედაპირი ბასრი დანით დასერეთ.
ფორმაში ქაღალდი ჩაფინეთ და ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.
დარბილებული კარაქი, შაქარი და ვანილიანი შაქარი გათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ კონიაკი და კვერცხები სათითაოდ და თქვიფეთ. კაკაო, სახამებელი, მარილი და გამაფხვიერებელი ერთად დააცერით და  შეათქვიფეთ. შეურიეთ ორთქლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში დამდნარი შოკოლადი და ნაღები. ცომი ჩადეთ მომზადებულ ფორმაში, ზედაპირი გადაასწორეთ, დააწყვეთ მომზადებული მსხალი, მოაფრქვიეთ ნუშის ფანტელი და აცხვეთ 45-50 წუთი.

Schoko-Obst Torte

ნამცხვარი ფორმაშივე გააცივეთ.

Birnen-Schoko Torte
შოკოლადიანი ტორტი მსხლით სუფრაზე მიტანის წინ მორთეთ შაქრის პუდრით ან მოაწვეთეთ შოკოლადის მინანქარი.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *