შოკოლადის და გარგარის ნამცხვარი

On 25/06/2016 by letusc

სასიამოვნო სიახლე შოკოლადის და გარგარის მოყვარულებისათვის! Tongue Out
ძალიან მიყვარს ნამცხვრები (კექსები) ხილით. რა საკვირველია, ყველაზე გემრიელია ნამცხვრები სეზონური ხილით, მაგრამ შესაძლებელია, ასევე, გაყინული ხილის გამოყენება.
დღეს შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელ შოკოლადის და გარგარის ნამცხვარს. შოკოლადისა და გარგარის არომატი გადასარევად ავსებს ერთმანეთს. მოამზადეთ და ისიამოვნეთ! Love

 

Schokoladen-Aprikosen Kuchen

 

მასალა:

  • 2 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 200 გ ნაღები
  • 50გ ნუში, დატეხილი
  • 2 სკ კაკაო
  • 250 გ ფქვილი
  • 50 გ სახამებელი (მაგ. სიმინდის ან კარტოფილის)
  • 100 გ მუქი შოკოლადი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 2 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 1/4 მარილი
  • ცოტაოდენი ფსტა და შაქრის პუდრი დეკორაციისათვის

მომზადება:

26-28 სმ დიამეტრიან ფორმაში ჩაფინეთ ქაღალდი და ფორმის რკალს წააცხეთ კარაქი.
გარგარი გარეცხეთ, გაამშრალეთ, შუაზე გაჭერით და კურკა გამოაცალეთ.
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, მარილთან და ვანილიან შაქართან ერთად, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, ნაღები, დამდნარი შოკოლადი და თქვიფეთ. ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და კაკაო და დააცერით გათქვეფილ მასას, დაამატეთ ნუშიც და კარგად აურიეთ.

 

Schokokuchen mit Aprikosen
მომზადებულ საცხობ ფორმაში ჩაასხით ცომი და ზევიდან მოაწყვეთ გარგარის ნახევრები. მოაყარეთ ფსტა. აცხვეთ 35-45 წუთი. მზადყოფნა ხის ჩხირით შეამოწმეთ.

 

Aprikosen-Kuchen
გამომცხვარ ნამცხვარს აცალეთ გაცივება. გაცივებულს შეგიძლიათ ზევიდან შაქრის პუდრი მოაფრქვიოთ.

 

 

Aprikosenkuchen

 

 

Schoko-Aprikosen Kuchen

 

გარგარის ნაცვლად შეგიძლით სხვადასხვა სეზონური ხილი გამოიყენოთ, მაგ.: ვაშლი, მსხალი, კურკაგამოცლილი ალუბალი, ვაშლატამა ან კენკროვანები.

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *