შავ-თეთრი ფხვიერი ნამცხვრები
ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი შავ-თეთრი ფხვიერი ნამცხვრები.
მასალა:
- 300 გ ფქვილი
- 100 გ შაქარი
- 150გ კარაქი
- 1 დიდი კვერცხი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 2 სკ კაკაო
მომზადება:
ცივი, დაჭრილი კარაქი დანით აკეპეთ ფქვილთან ერთად. შეურიეთ შაქარი და ვანილიანი შაქარი. დაამატეთ გათქვეფილი კვერცხი და მოზილეთ გლუვი ცომი. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო. ცომის ნაწილები ცალ-ცალკე შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მაცივარში შეინახეთ ერთი საათით. კარგად რომ გაცივდება, გააბრტყელეთ თითოეული, ერთმანეთზე დააფინეთ და გადაახვიეთ რულეტივით. დაჭერით 0,5 სმ სისქის განივ ნაჭრებად (რგოლებად). შემდეგ ეს რგოლები ხელით შეაგროვეთ (არ მოზილოთ), მიეცით 4-5 სმ დიამეტრიანი „მორის“ ფორმა და ისევ გააცივეთ მაცივარში, ბასრი დანით ჩამოჭერით 0,5 სმ სისქის რგოლები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი.
ეცადეთ, ცომმა ფერი არ შეიცვალოს, თორემ ძალიან გამოშრება.
შავ-თეთრი ფხვიერი ნამცხვრები ცხრილზე გააცივეთ.
გემრიელად მიირთვით ყავასთან ერთად!