ჩაშუშული ღორის ხორცი კარტოფილით

On 16/10/2013 by letusc

ეს კერძი ალბათ ბევრისათვის კარგად ნაცნობია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სახელებით იცნობენ. ადვილი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელი. არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.

მოამზადეთ და ისიამოვნეთ.

Schweinefleisch-Kartoffeleintopf

მასალა:

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 5-6 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 400 გ პამიდორი
  • 2 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 სკ ზეთი (დაახლოებით)
  • მწარე წიწაკა და მარილი გემოვნებით
  • ოხრახუში და ქინძი

მომზადება: 

წვრილად დაჭრილი ხახვი მსუბუქად მოშუშეთ ზეთში. ჩაამატეთ კუბებად დაჭრილი და გარეცხილი ხორცი. გააგრძელეთ ჩაშუშვა ზომიერ ცეცხლზე. დაახლოებით 10 წუთში დაამატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი ან ზამთრისათვის შენახული პამიდორი. პერიოდულად ურიეთ. კარტოფილი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და დაამატეთ ხორცს. დაასხით ადუღებული წყალი, ისე, რომ ხორცი და კარტოფილი ოდნავ იფარებოდეს და ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ ხარშვა. დაამატეთ წიწაკა და მარილი. ხორცი რომ მოიხარშება და კარტოფილი დარბილდება, კერძი მზადაა. გაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ქინძი და ოხრახუში ჩაამატეთ, გემო გაუსინჯეთ და შეკმაზეთ მარილით და წიწაკით გემოვნებით.

ჩაშუშული ღორის ხორცი კარტოფილით სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *