ღორის კანჭი

On 13/03/2014 by letusc

ღორის კანჭს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული რეცეპტით ამზადებენ. გერმანიაშიც მისი მომზადების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. მათ შორის გამოიყოფა ორი ძირითადი: ჩრდილოეთ გერმანიაში წინასწარ მარილში გამოყვანილ კანჭს ხარშავენ, მაშინ, როდესაც სამხრეთ გერმანიაში გამოუყვანელ ხორცს ღუმელში ბრაწავენ და შეწვისას ლუდს ასხურებენ. მოხარშულ კანჭის გარნირი ზოგჯერ ბარდის პიურეა, ან ჩაშუშული კომბოსტო და კარტოფილის პიურე. შემწვარი კანჭისათვის კი ჩვეული გარნირი ჩაშუშული კომბოსტო და კარტოფილის ბურთულებია.
ღუმელში კანჭის შეწვისათვისაც უამრავი რეცეპტი არსებობს. შემოგთავაზებთ მარტივ და გემრიელ ვარიანტს. გარნირად ძალიან მოუხდა ღუმელში შემწვარი კარტოფილი.  ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი კერძია, სცადეთ აუცილებლად Smile

 

Schweinshaxe

 

 

მასალა:

  • 3 კანჭი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი
  • 250 მლ ლუდი
  • 8-10 კარტოფილი

მომზადება:

კანჭები გარეცხეთ და შეაშრეთ. კანი მჭრელი დანით რომბისებურად დასერეთ.
მარილი, პილპილი და დაკეპილი ნიორი ერთმანეთში აურიეთ და კანჭებს ყველა მხრიდან შეაზილეთ და ცეცხლგამძლე ფორმაზე დადეთ.

 

Schweinshaxe vorbereitung
ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
კანჭები დაახლოებით 2,5 საათით შედგით ღუმელში. ამ დროის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გადააბრუნეთ და თავისივე წვენი და ლუდი მოასხით. ღუმელში შედებიდან დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ კარტოფილი გარეცხეთ, შუაზე ან ოთხად გაჭერით, მარილი და პილპილი მოაყარეთ, კანჭებს შორის გაანაწილეთ და კიდევ დაახლოებით ერთი საათი დატოვეთ ღუმელში.

 

P1110819

 

ლუდის მთელი რაოდენობა კარტოფილის დამატებამდე გამოიყენეთ. კარტოფილი ერთხელ გადააბრუნეთ.

 

Schweinehaxe-1

 

 

Schweinehaxe-2
მზა კანჭები და კარტოფილი ფორმიდან ამოიღეთ, ფორმაში ჩაგუბებული წვენი საცერში გაატარეთ და ხორცს და კარტოფილს მოასხით.

 

P1100068

 

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *