სატაცურის სალათი ნიგვზით

On 06/06/2013 by letusc

სატაცურის სალათი ნიგვზით – ძალიან გემრიელი, მსუბუქი და სასარგებლო კერძი ქართული სამზარეულოდან. დასაშვებია ვეგანებისა და მარხულებისათვის.

Spargel-Walnuss Salat

მასალა:

  • 500 გ მწვანე სატაცური
  • 100 გ ნიგოზი, გატარებული
  • 0,5 სკ ღვინის ძმარი
  • 0,5 ჩკ დაფქული ქინძი
  • 0,5 ჩკ ხავერდა (ყვითელი ყვავილი)
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი, მწარე წიწაკა გემოვნებით
  • პატარა კონა ქინძი
  • ანადუღარი და გაცივებული წყალი საჭიროების მიხედვით

მომზადება:

სატაცურს გადააჭერით ძირები დაახლოებით 2 სმ-ის სიგრძეზე. თუ სქელი კანი აქვს, ღერების ქვედა ნაწილი გაფცქვენით. მოხარშეთ ადუღებულ და დამარილებულ წყალში 8 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და საწურზე დაწურეთ.

Spargel kochen

გაცივებული სატაცური დაჭერით 1-2 სმ სიგრძის ნაჭრებად.

ვიდრე სატაცური სითხისაგან დაიწურება და გაცივდება მოამზადეთ ნიგვზის საწებელა, აურიეთ დაჭრილ სატაცურში, შეურიეთ დაჭრილი ქინძი და მოაწვეთეთ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *