ისპანახიანი ჩანთები

On 28/12/2013 by letusc

ისპანახის ჩანთები მომზადებულია ისეთივე შიგთავსით, როგორც ისპანახის ღვეზელი. ჩემი ოჯახის წევრებს ისე მოეწონათ ისპანახის ღვეზელი, რომ კიდევ შემიკვეთეს. ამჯერად სხვა დიზაინით მოვამზადე – პატარა ჩანთების სახით. ადვილი და გემრიელი კერძია. ვეგანებმა და მომარხულებმა ყველის გარეშე მოამზადონ.

Spinat-Blätterteig Taschen

მასალა 10-12 ჩანთისათვის:

1 კგ ისპანახი (ცოცხალი ან გაყინული)
1-2 სკ მცენარეული ზეთი
1 თავი ხახვი
ახლად დაფქული წიწაკა და მარილი
2-3 კბილი ნიორი
ქინძის პატარა კონა
150-200 გ მოცარელა, სულგუნი ან სხვა ყველი
2 შეკვრა დახვეული ფენოვანი ცომი (თითოეული 275 გ) ან სხვა შეფუთვით

მომზადება:

მოამზადეთ ისპანახი ისპანახის ღვეზელის რეცეპტის მიხედვით.
ღუმელი 200 გრადუსზე გაახურეთ.
ყველი თხელ ნაჭრებად დაჭერით.
ფენოვანი ცომი გაშალეთ ფიცარზე, დაჭერით 5 ზოლად. ზოლის ერთ ბოლოზე დადეთ დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი ისპანახი, ზევიდან დაადეთ ერთი ნაჭერი ყველი, მოაფრქვიეთ წიწაკა და თუ ყველი უმარილოა, ცოტა მარილიც. გადმოკეცეთ მეორე ბოლო და კიდეები თითებით კარგად შეაწებეთ.

Spinat-Blätterteig Taschen

დადეთ ქაღალდდაფენილ გამოსაცხობ ფორმაზე, ზედაპირი დანით ჩაჭერით რამოდენიმე ადგილას და  გამოაცხვეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

Spinat-Blätterteig Taschen

ისპანახიანი ჩანთები სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *