ისპანახი ნიგვზით
ისპანახი ნიგვზით გახლავთ გემრიელი და სასარგებლო სტარტერი, რომელიც ნიგვზიან მწვანე ლობიოსთან ერთად ტრადიციული ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია და მისი მომზადება განსაკუთრებულ კულინარულ გამოცდილებას არ მოითხოვს.
ისპანახი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები მცენარეა, რომელიც მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით (ბეტა-კაროტინი, B-ჯგუფის ვიტამინები, C-ვიტამინი), ცილებით და რკინით. 100 გ უმი ისპანახი მხოლოდ 23 კოლოკალორიას შეიცავს.
მასალა:
- 1 კგ ისპანახი,
- 200 გ ნიგოზი, გატარებული,
- 1 სკ ღვინის ძმარი,
- 1 ჩკ დაფქული ქინძი,
- 1 კბილი ნიორი,
- მარილი, მწარე წიწაკა გემოვნებით
- პატარა კონა ქინძი
მომზადება:
ისპანახი გარეცხეთ ძალიან კარგად, მოხარშეთ, წყალი გადაწურეთ და გააცივეთ. ხელით გუნდებად კარგად გაწურეთ.
გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, ან დაკეპეთ. შეურიეთ დაფქული ნიგოზი, გაჭყლეტილი ნიორი, დაფქული წიწაკა, ძმარი, სუნელები, მარილი, ხელით კარგად აურიეთ. მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.
უხდება ბაგეტი ან სხვა სახის გახუხული პური.
მიირთვით გემრიელად!
[…] gesüßt wird, können die sowohl süß als auch pikant gefüllt werden. Spinat-Éclairs sind mit Spinat-Walnuss Salat gefüllt und sind als vorspeise […]