ისპანახის რულეტი ჯემით

On 08/10/2014 by letusc

სასარგებლო, ლამაზი და ძალიან გემრიელი ისპანახის რულეტი ჯემით. უხდება მარწყვის ან კენკროვანების ნარევის ჯემი. ნუ შეგეშინდებათ, ისპანახის გემო არ აქვს.  Smile  სცადეთ აუცილებლად.

 

Spinatrolle mit Konfitüre

 

მასალა:

  • 200 გ ნორჩი ისპანახის ფოთლები ან გაყინული ისპანახი
  • 3 კვერცხი
  • 125 გ შაქარი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქრი
  • 100 გ კარაქი
  • ¼ ჩკ მარილი
  • 180 გ ფქვილი
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 400-500 გ მარწყვის ან სხვა კენკრის ჯემი

მომზადება:

ისპანახის ფოთლები ჩაყარეთ ბლენდერში. თუ გაყინულ ისპანახს გამოიყენებთ, წინასწარ დაადნეთ და სითხისაგან დაწურეთ. ჩაამატეთ კვერცხი, მარილი  და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასა გადაიტანეთ ჯამში, დაამატეთ შაქარი, შემდეგ კარაქიც და კარგად ათქვიფეთ. ბოლოს დააცერით ფქვილი გამაფხვიერებელით და კოვზით კარგად შეურიეთ. ცომი თანაბრად გაანაწილეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე (დაახლოებით 30სმX40სმ) და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი აცხვეთ.  

 

Spinatbiskuit
მაგიდაზე დააფინეთ ტილო, გადაიტანეთ მასზე გამომცხვარი რულეტი ქაღალდით ზევით და ქაღალდი ფრთხილად მოაცალეთ. ბისკვიტი ტილოსთან ერთად გადაახვიეთ რულეტივით და ასე დატოვეთ გაცივებამდე. რომ გაცივდება, გადახსენით, ტილო მოაცალეთ, წაუსვით ჯემი და ისევ დაახვიეთ.

 

Süße Spinatrolle

 

 

Spinatrolle

 

ისპანახის რულეტი ჯემით ბასრი დანით დაჭერით რგოლებად და
გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *