ისპანახის ღვეზელი

On 04/12/2013 by letusc

ვეგეტარული, სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი და ძალიან გემრიელი კერძი – ისპანახის ღვეზელი.
მარხულებმა და ვეგანებმა ყველის გარეშე მოამზადონ.

Spinattorte

მასალა 26 სმ დიამეტრის ყალიბისათვის:

1 კგ ისპანახი (ცოცხალი ან გაყინული)
1-2 სკ მცენარეული ზეთი
1 თავი ხახვი
ახლად დაფქული წიწაკა და მარილი
2 კბილი ნიორი
ქინძის პატარა კონა
300 გ მოცარელა, სულგუნი ან სხვა ყველი
2 შეკვრა დახვეული ფენოვანი ცომი (თითოეული 275 გ) ან სხვა შეფუთვით
1 კვერცხის გული და 1 ჩკ რძე (ცომის ზედაპირისათვის)

მომზადება:

ისპანახი გარეცხეთ და 10 წუთი ხარშეთ მდუღარე მარილწყალში. რომ მოიხარშება, საწურზე დაწურეთ. ეცადეთ წყალი მაქსიმალურედ გამოდევნოთ ისპანახიდან. ბასრი დანით დაჭერით.
თუ გაყინულ ისპანახს ხმარობთ, დაადნეთ შეკვრაზე აღწერილი მითითების მიხედვით და წამოადუღეთ. როცა ისპანახი მოიხარშება დაწურეთ საწურზე და წყალი გამოდევნეთ კოვზის დაწოლით და შემდეგ დაჭერით.
ტაფაზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთში, დაამატეთ ისპანახი, მარილი და წიწაკა და შუშეთ, ვიდრე სითხე მთლიანად არ ამოშრება. დაამატეთ დაჭრილი ქინძი, გემო გასინჯეთ და შეკმაზეთ, თუ რაიმე აკლია. ეცადეთ ისპანახი ინტენსიურ გემომდე მიიყვანოთ. გააცივეთ.
ფორმაში ქაღალდი ჩაფინეთ და კედლებს კარაქი წააცხეთ.
ღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ.
ფენოვანი ცომი გაშალეთ, და ფორმას გადააფარეთ, შემდეგ მსუბუქი დაწოლით ფორმაში „ჩაფინეთ“ (იხილეთ სურათი) და ჩანგლით ძირი დაუჩხვლიტეთ. ძირზე მოაწყვეთ თხლად დაჭრილი ყველის ნახევარი. მოაფრქვიეთ წიწაკა და თუ ყველი უმარილოა, ცოტა მარილიც. შემდეგ ფენაზე დადეთ მომზადებული ისპანახი და ზედაპირზე ყველის ნაჭრები მოაწყვეთ.

Spinattorte

ცომი ფორმის კედელზე ისპანახის დონეზე გადაჭერით. შემდეგ გაშალეთ ცომის მეორე შეკვრა, გამოჭერით თქვენი ფორმის ზომის წრე, დაადეთ ისპანახს ზევიდან, კიდეები შეაწებეთ და ზედაპირზე წაუსვით კვერცხის და რძის ნარევი (სურვილით). ნარჩენი ცომისაგან ფიგურები გამოჭერით და ზევიდან მოაწყვეთ.

Spinattorte
შედგით ღუმელში დაახლოებით 45 წუთით. ედაპირი ზომიერად რომ შეებრაწება, შემდეგ ქვედა ცეცხლი მიეცით, რომ ძირი კარგად გამოუშრეს.

Spinattorte
ისპანახის ღვეზელი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ, დაჭერით ბასრი დანით.

Spinattorte

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *