ბატატის და ხორცის გრატანი

On 14/12/2014 by letusc

ბატატის და ხორცის გრატანი უგემრიელესი კერძია, რომელიც ღუმელში მზადდება. არაჩვეულებრივი არომატი აქვს, აუცილებლად უნდა სინჯოთ!  Smile

კერძი დასაშვებია დაბალნახშირწყლოვანი და აგლუტენური კვების დროს.

Süßkartoffel-Fleisch Auflauf

მასალა:

  • 1 კგ ხორცი (ფრინველის ან ღორის რბილი ნაჭერი)
  • 2 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 200 გ ქამა სოკო
  • 1 დიდი ბატატი
  • 200 გ კრემყველი
  • 200 გ ყველი (სულგუნი/მოცარელა…)
  • ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი
  • მარილი, ქარი (Curry), წიწაკის ფანტელი, ხმელი ქინძი
  • ქინძის პატარა კონა

მომზადება:

ხორცი დაჭერით პატარა კუბებად, ხახვი – მსხვილ ზოლებად, ნიორი – წვრილად.
ეს ყველაფერი მოათავსეთ ტაფაზე და ზეთში ჩაშუშეთ დაჭრილ სოკოსთან ერთად. შეკმაზეთ მარილით, წიწაკით, ქარით და ქინძის თესლით. გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, ზედაპირზე თანაბრად წააცხეთ კრემყველი და მოაფრქვიეთ დაჭრილი ქინძი.

Fleisch-Süßkartoffel Auflauf

ბატატი გარეცხეთ, გათალეთ, სიგრძივად გაანახევრეთ და თხელ ფენებად დაჭერით. ამ  ფენებით მოფინეთ ხორცის ზედაპირი, ისე, რომ ნაჭრებმა ნაწილობრივ გადაფარონ ერთმანეთი. მოაფრქვიეთ წიწაკა და ქარი და შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

Süskartoffel-Auflauf

შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, მოაყარეთ ყველი და 10-15 წუთით შეაბრუნეთ ღუმელში.
ყველი რომ ფერს შეიცვლის და გემრიელად დაიბრაწება, კერძი მზად არის.

Süßkartoffel-Fleisch Gratin

ბატატის და ხორცის გრატანი სუფრასთან ფორმითვე მიიტანეთ და ცხელი მიირთვით.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *