ბატატის კატლეტები
ბატატის კატლეტები არის ძალიან გემრიელი და ჯანსაღი კერძი, რომელიც ადვილი მოსამზადებელია და შეგიძლიათ გარნირად ან ცალკე მიირთვათ. დასაშვებია ვეგანებისა და მარხულებისათვის.
მასალა:
- 500 გ ბატატი
- 2 ყუთი თურქული ბარდის კონსერვი (400გრამიანი, სითხის გარეშე 265გ)
- 2 ცალი მწვანე ხახვი
- 2 სკ ლიმონის წვენი
- 6 სკ ფქვილი
- 1 კბილი ნიორი
- მარილი, წიწაკა, ქინძი, ოხრახუში
- ზეთი შესაწვავად
მომზადება:
ბატატი გარეცხეთ, მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით. დაამატეთ სითხისაგან დაწურული თურქული ბარდა, გაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ხახვი, ლიმნის წვენი, მარილი, წიწაკა, მწვანილები და ბლებდერით მსუბუქად დაატრიალეათ, ისე, რომ ბარდის მარცვლების ნაწილები კიდევ შენარჩუნდეს. დაამატეთ ფქვილი და კოვზით გარგად ამოურიეთ.
ზეთიან ტაფაზე დადეთ დაახლოებით 1 სკ მასა, ოდნავ უბიძგეთ, რომ ცოტა გაბრტყელდეს და შეწვით ორივე მხრიდან. შემწვარი კატლეტები დადეთ სამზარეულოს ქაღალდზე, რომ ზედმეტი ცხიმი გამოიწოვოს.
მიირთვით ხორცეულთან, ბრინჯთან, ან ცალკე.
მიირთვით გემრიელად!