ქათმის გულ-ღვიძლი ტაილანდური არომატით
მასალა:
- 1 კგ გული-ღვიძლი (გული, კუჭი და ღვიძლი)
- 1-2 თავი ხახვი
- 2-3 კბილი ნიორი
- 200 მლ ქოქოსის რძე
- 1-2 ჩკ არაქისის კარაქი
- პილპილი, მარილი, ქარი (Curry)
- 250 გ წიწიბურა
- ცოტაოდენი ზეთი
- ქინძის პატარა კონა
მომზადება:
წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი ჩაყარეთ ქვაბში და ზეთში მსუბუქად მოშუშეთ. ჩაამატეთ გულ-ღვიძლი და ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ შუშვა. ხორცი რომ დარბილდება, დაასხით ქოქოსის რძე, შეკმაზეთ არაქისის კარაქით, მარილით ქარით და პილპილით. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი ქინძი.
ვიდრე გულ-ღვიძლი იხარშება, მოამზადეთ წიწიბურას ფაფა.
გულ ღვიძლი ტაილანდურად ცხელი მიირთვით წიწიბურას ფაფასთან ერთად.
მიირთვით გემრიელად!