პატარა ტორტები თეთრი შოკოლადის კრემით

On 21/10/2013 by letusc

პატარა გაპრანჭული ტორტები თეთრი შოკოლადის კრემით ადვილი მოსამზადებელია. უკეთესია, კრემი რამოდენიმე საათით, ან მთელი ღამით გააცივოთ მაცივარში. ამიტომ, მოსახერხებელია, თუ კრემს წინა საღამოს მოამზადებთ და მეორე დღეს, ხმარების წინ გათქვეფთ.  ძალიან გემრიელია, მოგეწონებათ. Smile

 

Törtchen mit weißer Schokoladencreme
  
მასალა 12 ტორტისათვის:

ცომი:

  • 2 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 150 გ მაწონი
  • 2 სკ კაკაო
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩკ კონიაკი
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 150 გ ფქვილი

კრემი:

  • 300 გ ნაღები (30-40% ცხიმით)
  • 200 გ თეთრი შოკოლადი
  • ცოტაოდენი ხილი და თხილეული მოსართავად.

მომზადება:

ცომი:
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ვანილიანი შაქარი, დარბილებული კარაქი, მაწონი, კაკაო, მარილი, კონიაკი. გამაფხვიერებელი შეურიეთ ფქვილს და დააცერით გათქვეფილ მასას. ცომი თხლად გადაანაწილეთ  ქაღალდჩაფენილ საცხობ ფორმაში (დაახლოებით 30X40სმ) და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთი.

 

toertchen

 

ბისკვიტს აცალეთ გაცივება, თქვენთვის სასურველი დიამეტრის ჭიქით გამოჭერით პატარა წრეები, კრემით შეაერთეთ და მორთეთ თქვენი გემოვნებით.

 

Törtchen mit weißer Schokoladencreme

 

კრემი:
ტორტების გამოცხობის წინა საღამოს მოამზადეთ კრემი: ნაღებში ჩაყარეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი, ნელ ცეცხლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში გაათბეთ და ურიეთ, ვიდრე შოკოლადი ბოლომდე დადნება. შეგრილებული შედგით მაცივარში და კარგად გააცივეთ (რამოდენიმე საათი ან) მთელი ღამე. მეორე დღეს, წრეების გამოჭრის შემდეგ ათქვიფეთ, ვიდრე არ გასქელდება და ფორმას შეინარჩუნებს. მაშინვე გამოიყენეთ მოსართავად – კრემი ჩადეთ შპრიცში ან კულინარულ ტომარაში და მორთეთ ტორტები. ტორტები მორთვის შემდეგ, გამოყენებამდე მაცივარში შეინახეთ. შეგიძლიათ მოსართავად ხილი და მოხალული ნიგოზი, ან ნუში გამოიყენოთ.

 

Törtchen mit weißer Schokoladencreme
ამ რეცეპტით გამოვიდა 12 ცალი (6 სმ დიამეტრიანი ჭიქით დაჭრილი) ტორტი.

 

Törtchen mit weißer Schokoladencreme

 

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *