გვერდის შესახებ

Tamar Dugladze

ძვირფასო მეგობრებო!

www.letuscook.de  გახლავთ ორენოვანი-ქართულ-გერმანული კულინარული ვებგვერდი.

ამ გვერდზე თქვენ იხილავთ ორ ენაზე წარმოდგენილ „გემრიელ და ჯანსაღ“ რეცეპტებს, აგრეთვე სასარგებლო რჩევებს. 

რეცეპტებში დაწვრილებით და საფეხურებრივადაა აღწერილი მათი მომზადების პროცესი, რაც მკითხველს დაეხმარება ამ კერძების დამოუკიდებლად მომზადებაში.  რეცეპტების უმეტესობას ახლავს ინფორმაცია კერძის ძირითადი ინგრედიენტის შესახებ, აგრეთვე ერთვის კერძის ნაკლებკალორიული ვარიანტიც.

ბოლო დროს გახშირდა ისეთი დაავადებები, როგორიცაა გლუტენის, ან ლაქტოზის აუტანლობა. Let us cook გთავაზობთ რეცეპტებს აგლუტენური და ულაქტოზო დიეტისათვის, აგრეთვე დაბალნახშირწყლოვანი კვებისათვის.

გთხოვთ მომაწოდოთ თქვენი რეცეპტები, ფოტოები.  www.letuscook.deს, ან  www.facebook.com/Letuscook.de -ს საშუალებით მათ გაეცნობა როგორც ქართველი, ასევე გერმანულ ენოვანი მკითხველი. ვიმედოვნებ, რომ ამ გზით მოხდება საინტერესო ინფორმაციის გაცვლა და აზრთა გაზიარება სხვადასხვაენოვან მკითხველს შორის. ასევე გთხოვთ მომწეროთ თქვენი შთაბეჭდილებები, შენიშვნები და წინადადებები გვერდის შესახებ, რაც მის შემდგომ დახვეწასა და სრულყოფაში დამეხმარება. რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვარ თქვენი შეკითხვების საპასუხოდ.

რამოდენიმე სიტყვა ჩემს შესახებ: პროფესიით ნეიროფიზიოლოგი გახლავართ – ვმუშაობ ბერლინის საუნივერსიტეტო  კლინიკაში(Charité). ჩემი პროფესიის გარდა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს კულინარიული საქმიანობა – ექსპერიმენტები სამზარეულოში. კულინარულ ექსპერიმენტს ეკუთვნის, მაგალითად,  კულინარული ნამუშევრები, რომელიც ჩემი პროფესიის კულინარიულ სახით წარმოჩენის მცდელობაა (იხილეთ „ნეიროკაფე“).

დაბოლოს იმედს გამოვთქვავ, რომ ხშირად ესტუმრებით  letuscook –ს და ეს გვერდი  გახდება თქვენი ერთგული თანამგზავრი კულინარულ საქმიანობაში.

პატივისცემით

თამარ დუგლაძე

E-mail: tamardugladze@yahoo.de

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

7 Responses to “გვერდის შესახებ”

  • Gamarjoba Tamar,

    dzaaaan didi madloba für die schönen Rezepte!!!!!!
    Als Fan von Georgien und des Kochens werde ich einige
    Deiner Rezepte ausprobieren!!!!!1

    Gilocav axal cels!!!!!!!!

    Jochem “Paolo” Klein

    • Gamarjoba Johem!
      Es freut mich sehr, dass Dir meine Rezepte gut gefallen haben.
      Du kannst Dich gerne an mich wenden, wenn Du beim Kochen fragen hast.
      Mec gilocav axal cels! :)

  • Liebe Tamar, vielen Dank für deine Mühe, all die tollen Rezepte zusammenzustellen! Super. Ich war gerade in Georgien und habe sehr genau zugesehen, wie die Frauen kochen, aber es ist gut manches noch einmal nachzulesen! Madloba!

    • Liebe Fanny,
      es freut mich das zu hören, vielen Dank!
      Wenn du beim Nachkochen Fragen hast, stehe ich Dir zur Verfügung.
      Liebe Grüße :)
      Tamar

  • Liebe Tamar,
    ich war gerade in Georgien – wirklich eine tolle Küche! Weil ich nach “Auberginen mit Walnüssen” gesucht habe, bin ich auf Deinen Blog gestoßen und war begeistert, hier so viele Originalrezepte zu finden. Wenn ich in meinen Reiseblog über Georgien schreibe, werde ich in jedem Fall zu Dir verlinken, damit alle Kochbegeisterten auch die passenden georgischen Rezepte parat haben.
    Herzliche Grüße, Beatrice

  • ძალიან მომეწონა თქვენი ორენოვანი გვერდი. ძალიან გამომადგება, განსაკუთრებულად ვეგანურ-სამარხვო რეცეპტები :) ასევე გამეხარდა, რომ ითვალისწინებთ ქართველი მიგრანტების გაჭირვებას პროდუქტების შოვნასთან დაკავშირებით და ალტერნატიულ იდეებს გვთავაზობთ.
    მაგალითად, რაბაბა ტყემალს!
    Viele Grüße aus Hamburg :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *