გამომცხვარი ყაბაყი ხორცის შიგთავსით

On 13/08/2013 by letusc

გემრიელი სადილი ან ვახშამი – გამომცხვარი ყაბაყი ხორცის შიგთავსით მოუხდება თქვენს საოჯახო თუ სადღესასწაულო სუფრას და ქათინაურებიც გარენტირებული გექნებათ. კერძი მზადდება ნახშირწყლების დამატების გარეშე და საინტერესო იქნება დაბალნახშირწყლოვანი კვების მოყვარულთათვის. აუცილებლად მოამზადეთ და შედეგი გაგვიზიარეთ.

Überbackene Zucchini mit Hackfleischfüllung

მასალა:

 Runde Zucchini

  • 6 ცალი მრგვალი ყაბაყი (თითოეული 230 გ) ან შესაბამისი რაოდენობის გრძელი ყაბაყი
  • 500 გ შერეული ფარში (ღორი და ძროხა)
  • 1 პატარა ხახვი
  • 100 გ სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • პატარა კონა ქინძი
  • მარილი და პილპილი
  • ცოტაოდენი გახეხილი ყველი
  • 1-2 სკ ზეითუნის ზეთი ფორმისათვის

მომზადება:

გატარებულ ხორცს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, მსხვილად გახეხილი სტაფილო, გაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი და ხელით მოზილეთ. ძლიერად შეკმაზეთ მარილით და პილპილით.
ყაბაყი გარეცხეთ, თავი გადააჭერით და სადილის კოვზის და დანის საშუალებით რბილობი ამოაცალეთ ისე, რომ კედლები არ დაზიანოთ.

Runde Zucchini
ყაბაყების შიდა ზედაპირზე მოაფრქვიეთ მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი და ამოავსეთ ხორცის მასით.

Überbackene Zucchini mit Hackfleischfüllung
ცეცხლგამძლე ფორმას ძირზე წააცხეთ ზეითუნის ზეთ, მოათავსეთ მასში ხორციანი ყაბაყები და შედგით წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთით. ხორცი თითქმის მზად რომ იქნება, გამოიღეთ ღუმლიდან, ზედაპირზე გახეხილი ყველი მოაფრქვიეთ და ისევ შეაბრუნეთ ღუმელში ყველის დადნობამდე.

Überbackene Zucchini mit Hackfleischfüllung
სუფრასთან ფორმითვე ცხელი მიიტანეთ.

Überbackene Zucchini mit Hackfleischfüllung

მიირთვით გემრიელად!  Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *