გამომცხვარი ტოლმა კამით

On 10/01/2014 by letusc

გამომცხვარი ტოლმა კამით ძალიან არომატული და გემრიელი კერძია. ამასთან დაბალკალორია, ცხიმს მხოლოდ ფორმაზე წასაცხებად იყენებთ. ძლიან უხდება კამის არომატი. კერძი გამოადგებათ აგლუტენური და დაბალინახშირწყლოვანი კვების მიმდევრებს. ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში ყველის გარეშე მოამზადეთ. გამოაცხვეთ ღუმელში და ისიამოვნეთ.

ueberbackene-kohlrouladen

მასალა:

  • 1 კგ შერეული ფარში (ღორი და ძროხა)
  • 100 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი
  • 1 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • ახლად დაფქული წიწაკა, მარილი, გემოვნებით
  • პატარა კონა კამა
  • ერთი საშუალო ზომის კომბოსტო
  • 4-5 პამიდორი ან დაკონსერვებული პამიდორი
  • ყველის რამოდენიმე ფურცელი, სურვილით

მომზადება:

ფარშში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კბილი გაჭყლეტილი ნიორი, მარილი, კამა, წიწაკა, გარეცხილი ბრინჯი და ხელით კარგად აურიეთ.
მოზრდილ ქვაბში წყალი აადუღეთ და დაამარილეთ. კომბოსტოს ფოთლები 3-4 წუთის განმავლობაში გათუთქეთ და სქელი ძარღვები დანით აათალეთ. ფოთოლზე დაადეთ დაახლოებით 1 სკ (ან მეტი) ხორცი და შეახვიეთ.

roulade
ცეცხლგამძლე ფორმას თხლად გადაუსვით ზეთი, ჩააწყვეთ მომზადებული ტოლმები, ზევიდან მოაყარეთ კანგაცლილი და დაკეპილი პამიდორი, მოაფრქვიეთ მარილი და მსხვილად დაფქული წიწაკა, გვერდზე მიუდეთ გაჭრილი ნივრები და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე. Pამიდვრის წვენი უნდა ეყოს გამოსაცხობად, თუ წვენი ამოშრა, ცოტა ადუღებული წყალი, ან კომბოსტოს ნახარში დაამატეთ.

wirsingrouladen
ტოლმა თითქმის მზად რომ იქნება, შეგიძლიათ ყველის ფურცლები მოაწყოთ და 5 წუთით შეაბრუნოთ ღუმელში.

kohlrouladen
ტოლმას დაჭრილი კამა მოაფრქვიეთ და სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *