ვიეტნამური რულეტი ბრინჯის ფურცლით
მეგობრებო, უკვე გაგაცანით ვიეტნამური ბრინჯის ფურცლებით და ხორცის ღვეზელის შიგთავსით მომზადებული რულეტები. ამჯერად შემოგთავაზებთ რულეტების ვეგეტარულ ვარიანტს, რომელიც ვეგანებსა და მარხულებსაც გამოადგებათ. არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას. კერძი ძალიან გემრიელია და სწრაფად მზადდება. სახალისო მოსამზადებელია სტუმრებთან ერთად.
მასალა:
- 250 გ ბრინჯი, მოხარშული და დაწურული
- 1-2 მწვანე ხახვი
- პილპილი, მარილი გემოვნებით
- 1 შეკვრა ბრინჯის ფურცლები
- 1-2 ბულგარული წიწაკა
- 2-3 სტაფილო
- 2-3 პატარა კიტრი
- ცოტაოდენი ქინძი და ოხრახუში
მომზადება:
ბოსტნეული დაჭერით ჩხირებად ან წვრილ ზოლებად.
ბრინჯის სათითაო ფურცელი ჩადეთ გადაშლილ ჭურჭელში ჩასხმულ თბილ წყალში, ვიდრე ფურცელი დრეკადი არ გახდება (დაახლოებით 15-20 წამით), ორივე ხელით ამოიღეთ, მსუბუქად დაფერთხეთ და ფრთხილად გადაშალეთ სამუშაო დაფაზე ან პირდაპირ თეფშზე მოათავსეთ.
ერთ კიდესთან დაადეთ დაახლოებით ერთი სადილის კოვზი ბრინჯი და ბოსტნეულის ჩხირები, მოაფრქვიეთ მარილი, მწვანილი და პილპილი და გადაახვიეთ ტოლმისებურად.
ბრინჯის ვიეტნამური რულეტი ბრინჯის ფურცლით დადეთ თეფშზე და მოაწვეთეთ სოიოს სოუსი.
მიირთვით გემრიელად!
რჩევა: ბრინჯის ფურცელი დასველების შემდეგ წებვადია და წყლიდან ფრთხილად უნდა ამოიღოთ, რომ არ დაგიზიანდეთ.