ისპანახიანი ხრამუნები

On 24/12/2013 by letusc

სასარგებლო და გემრიელი ხრამუნები ისპანახით და სრულმარცვლოვანი ფქვილით. სრულმარცვლოვანი ფქვილი შეგიძლიათ თეთრითაც შეცვალოთ. ეს ხრამუნები შეგიძლიათ ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაშიც მიირთვათ. Smile

ისპანახიანი ხრამუნები

ისპანახიანი ხრამუნები

მასალა:

300 გ სრულმარცვლოვანი ფქვილი (ხორბალი ან იფქლი)
100 გ შაქარი
150 გ კარაქი
1 ჩკ სოდა 1 სკ ძმრით
მწიკვი მარილი
ვანილი
ცოტაოდენი ისპანახი, რაოდენობა სურვილის მიხედვით
ცოტაოდენი ფსტა (უმარილო) მოსართავად

მომზადება:

ფქვილი, მარილი, ვანილი და შაქარი კარგად აურიეთ. დაამატეთ დაჭრილი ცივი კარაქი, სოდა ძმრით და ხელით აზილეთ.
ისპანახი ცოტაოდენ წყალთან ერთად დააბლენდერეთ თხელი ფაფისებრი მასის მიღებამდე.

Spinat

ამ ფაფის სასურველი რაოდენობა ცომს შეურიეთ და დანარჩენი გაყინეთ ყინულის კუბების მოსამზადებელ პარკში.

Spinat einfrieren

მე წინასწარ მაქვს მომზადებული და კუბებად გაყინული ისპანახი, ამიტომ ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, რამდენი ისპანახი დაგჭირდებათ ამ ნამცხვრისათვის. თუ ისპანახი ცომს გაათხელებს, ცოტაოდენი ფქვილი შეაზილეთ. ცომი გუნდად შეკარით და ცელოფანში გახვეული 60 წუთი მაცივარში გააცივეთ.

P1050590
გაცივებულ ცომს მიეცით მილის ფორმა, დანით რგოლები ჩამოჭერით, დაამრგვალეთ, ცერი თითის ოდნავ დაწოლით ჩააღრმავეთ, დაჭრილი ფსტა მოაფრქვიეთ და ხელის მსუბუქი დაწოლით დაამაგრეთ ცომზე.

Spinatkekse

გამოსაცხობად მომზადებული ხრამუნები დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე და წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი გამოაცხვეთ.

Spinat-Kekse
ისპანახიანი ხრამუნები ცხრილზე გააცივეთ.

გემრიელად მიირთვით!  Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

2 Responses to “ისპანახიანი ხრამუნები”

  • Zalian gtovt iqneb mitxrat sad sheidzleba shevidzino srulmarcvlovani fqvili? (ifqlis fqvili) dzalian mchirdeba
    didi madloba cinascar

  • da tu sadme saqartveloshi ikideva srulmarcvlovani fqvilisgan damzadebuli puri da makaronis nacarmi

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *