ნიგვზიანი სრულმარცვლოვანი პური

On 28/02/2016 by letusc

პურის გამოცხობა ჩემი კულინარული ჰობი გახდა. ვინც ერთხელ მაინც გასინჯავს სახლში გამომცხვარ პურს, შეუძლებელია, რომ კიდევ არ მოისურვოს მისი გამოცხობა. ეს სულაც არ არის ძნელი, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ ფქვილის და წყლის პროპორციები, თქვენი ღუმელის თავისებურებები და უგემრიელეს პურს ადვილად გამოაცხობთ.
როცა პურს თავად აცხობთ, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით და სურვილით შეარჩიოთ ფქვილის სახე და დანამატები – თხილეული, სელის თესლი, სეზამი და ა.შ.
სახლში გამომცხვარი პურეული იდეალურია საუზმისათვის, ჩემი ოჯახის წევრებსაც ძალიან უყვართ.
ამჯერად შემოგთავაზებთ უგემრიელეს ნიგვზიან სრულმარცვლოვან პურს. უხდება კარაქი, ძეხვები, ყველი, თაფლი და სხვადასხვა ჯემები.
ქვემოთ მოცემული მასალა საკმარისია ორი საშუალო ზომის, ან ერთი დიდი პურისათვის.
სცადეთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ. Smile

 

Vollkorn-Walnuss Brot

 

 

მასალა 2 პურისათვის:

  • 500 გ იფქილის ან ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
  • 500 გ იფქილის ან ხორბლის თეთრი ფქვილი
  • 2 სკ მშრალი საფუარი
  • 3 ჩკ მარილი
  • 150-200 გ ნიგოზი
  • დაახლოებით 900 მლ ნელ-თბილი წყალი
  • ცოტაოდენი კარაქი (ან ქოქოსის ცხიმი) ფორმისათვის

მომზადება:

ფქვილი, საფუარი და მარილი აურიეთ ერთმანეთში, თანდათანობით ჩაამატეთ ნელთბილი წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი მანამდე ზილეთ, ვიდრე ჯამის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. ჯამს კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას დადგით, ვიდრე კარგად არ ამოფუვდება.

 

Dinkel-Hefeteig
ორ საშუალო ზომის ფორმას კარაქი (ვეგანებისათვის ქოქოსის ცხიმი) წააცხეთ.
გაფუების შემდეგ ცომი ფქვილიან ზედაპირზე გადაიტანეთ, დატეხილი ნეგოზი დაამატეთ და გადაზილეთ. ცომი ფორმებში გაანაწილეთ, ფქვილი მოაფრქვიეთ, ბასრი დანით გადასერეთ, ისევ გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და 30 წუთი გააჩერეთ.  

 

 

Vollkorn-Hefeteig
ღუმელი 200-220 გრადუსზე ზედა და ქვედა ცეცალი რეჟიმზე გაახურეთ, ღუმელის ძირზე დადგით მეტალის ჭურჭლით ადუღებული წყალი და შედგით პურები შუა თაროზე გამოსაცხობად. ცხობის პროცესში წყალი ორთქლდება და პური უკეთესად ფუვდება. აცხვეთ 50-60 წუთი. პურის გამოცხობისას გაითვალისწინეთ თქვენი ღუმელის თავისებურებები. მე პირველი 30 წუთი ზედა და ქვედა ცეცხლის რეჟიმზე ვაცხობ, ხოლო მეორე 30 წუთს – მხოლოდ ქვედა ცეცხლის რეჟიმზე.
პურები ფორმიდან გამოიღეთ და ცხრილზე გააცივეთ.

 

Vollkorn-Walnuss-Brot

 

 

Walnuss-Vollkorn Brot

 

 

Vollkorn Walnuss Brot

უგემრიელესია თბილ-თბილი კარაქთან ერთად. Tongue Out

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *