ნიგვზის და ყავის ხრამუნები

On 18/12/2016 by letusc

ნიგვზის და და ყავის ხრამუნები – ძალიან გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი სასუსნავი. უგემრიელესია სრულმარცვლოვანი ფქვილით მომზადებული, თუმცა, მხოლოდ თეთრი ფქვილით მომზადებულიც არანაკლებ გემრიელია. ასე, რომ, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ სრულმარცვლოვანი ფქვილი თეთრი ფქვილითაც შეცვალოთ. სცადეთ, მოგეწონებათ. Smile

 

Walnuss-Kaffee Plätzchen

 

 

მასალა:

  • 200 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 3 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 2 სკ ხსნადი ყავა 
  • 2,5 სკ კონიაკი
  • 300 გ იფქლის/ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
  • 300 გ იფქლის/ხორბლის თეთრი ფქვილი (630)
  • 200 გ მსხვილად დაფქული ნიგოზი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი
  • ცოტაოდენი შაქრის პუდრი

სურვილით საშობაო სუნელები:

  • დაფქული მიხაკი, ილი და მუსკატის კაკალი, თითოეული 1/4 ჩკ
  • 1/4 ჩკ გახეხილი ჯანჯაფილი

მომზადება:

კვერცხები გათქვიფეთ შაქართან, ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად, დაამატეთ კონიაკში გახსნილი ყავა, დარბილებული კარაქი და გააგრძელეთ თქვეფა.
გამაფხვიერებლიანი ფქვილი და ნიგოზი დაუმატეთ და მოზილეთ ცომი, რომელიც ხელებზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომი შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და ერთი საათით მაცივარში შეინახეთ.
გაცივებული ცომი გააბრტყელეთ დაახლოებით 3 მმ სისქეზე და გამოჭერით სასურველი ფორმის ფიგურები. ფიგურები დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში. ცომმა ფერი არ უნდა შეიცვალოს. ცხრილზე გააცივეთ.

 

Walnuss-Kaffee- Plätzchen

 
გაცივებულ ნიგვზის და ყავის ხრამუნებს შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *