ტოლმა ვაზის ფოთოლში (2)

On 09/08/2015 by letusc

Let us cook-ის მეგობარი ბესო გლოველი გვიზიარებს ძალიან გემრიელი კერძის რეცეპტს – ტოლმა ვაზის ფოთოლში. მადლობა ბესოს რეცეპტისათვის. Smile
(შენიშვნა: გაჭრილი ტოლმის ფოტო მე დავამატე ჩემი რეცეპტიდან).

Tolma –Weinblattrouladen

მასალა:

  • 0,5 კგ საქონლის და 0,5 კგ ღორის ფარში
  • 200 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი
  • 1 დიდი თავი ხახვი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 100 ცალი ვაზის ფოთოლი (დამოკიდებულია ფოთლის ზომებზე. დიდები უფრო ნაკლები, პატარები უფრო მეტი)
  • ტყემალი ან ალუჩა სურვილისამებრ გემოვნებით
  • დარიჩინი გემოვნებით
  • 200 გ კეფირი
  • 100 გ არაჟანი
  • ნიორი გემოვნებით

მომზადება:

ფარში, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი და კარგად გარეცხილი ბრინჯი შევურიოთ ერთმანეთს, დავამარილოთ, დავაყაროთ წიწაკა და კარგად ავურიოთ.
ვაზის ფოთოლი ჩავყაროთ მდუღარე წყალში- და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, თუ ახალი მოკრეფილია 1-2 წთ, თუ ძველი – 5 წთ.
ფოთლებს მოვაჭრათ ყუნწები, გავშალოთ, დავდოთ ზედ ფარში და გავახვიოთ რულეტივით.

weinblattroulade2
ქვაბში ჩავალაგოთ გახვეული ტოლმები, სურვილისამებრ ჩავალაგოთ ტყემალი ან მჟავე ალუჩა, დავასხათ მარილიანი წყალი. ზემოდან დავაფაროთ თეფში, დავადოთ სიმძიმე და დავდგათ დაბალ ცეცხლზე მოსახარშად.
ბრინჯი რომ მოიხარშება, ტოლმა მზადაა.
მაწონი და არაჟანი ავურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ დანაყილი ნიორი, მარილი და დარიჩინი და სუფრაზე მივიტანოთ ტოლმასთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *