ყურძნის მურაბა

On 10/09/2013 by letusc

ქარვისფერი, გამჭვირვალე, სურნელოვანი, არომატული, განუმეორებელი!!!

შემოგთავაზებთ ძალიან არომატულ ყურძნის მურაბას. უკეთესია უწიპწო ყურძენი გამოიყენოთ. ძალიან გემრიელია ჩაისთან, ნამცხვრებში. ადვილი მოსამზადებელია, სცადეთ აუცილებლად.

Weintraubenmarmelade

მასალა:

  • 3 კგ უწიპწო ყურძენი (დამარცვლული)
  • 1 კგ შაქარი
  • 450 მლ წყალი

მომზადება:

ყურძენი დამარცვლეთ, აწონეთ და გარეცხეთ.

მოზრდილ ქვაბში მოადუღეთ სიროფი შაქრით და წყლით. ზომიერ ცეცხლზე ადუღეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩაყარეთ დამარცვლილი ყურძენი, წამოადუღეთ, ადუღეთ დაახლოებით 10 წუთი, გამორთეთ ცეცხლი და აცალეთ გაცივება. ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, ვიდრე ყურძენი არ მოიხარშება. მურაბა ღამით „დაასვენეთ“.

Traubenmarmelade

მეორე დღეს ერთი კოვზი ცივი მურაბის წვენი დაასხით თეფშზე და კოვზის წვერით “გაავლეთ ხაზი”. თუ კოვზმა სუფთა კვალი დატოვა და თეფში ზოლად გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მურაბა მზადაა. თუ არა, დუღება გააგრძელეთ.

ქილის სახურავები ჩაყარეთ ცხელ წყალში. სუფთა ქილებს გამოავლეთ ცხელი წყალი, ჩაასხით ქაფქაფა მურაბა და მოახრახნეთ ცხელი ხუფები.

Weintraubenmarmelade

ყურძნის მურაბა შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

მიირთვით ზამთარში გემრიელად! Smile

შენიშვნა: დღეს საღამოს ჩემი შვილის თხოვნით მაჭკატებ გამოვაცხვე. მომზადების პროცესში რომ ვიყავი, თვალი ქილებში ჩასასხმელად მომზადებული ყურძნის მურაბისაკენ გამექცა… ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაჭკატები და ყურძნის მურაბა ერთმანეთს ძალიან მოუხდა. გირჩევთ, აუცილებლად გასინჯოთSmile

Pancakes mit Weintraubenmarmelade

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *