ნამცხვარი ზებრა

On 02/02/2016 by letusc

ნინო გვარაძემ გაგვიზიარა ძალიან გემრიელი ზებრას რეცეპტი. ნინო, დიდი მადლობა რეცეპტისათვის, ძალიან გემრიელად გამოიყურება.  Smile

Zebra

მასალა:

  • 250 გ მარგარინი ან კარაქი
  • 240 გ შაქარი
  • 5 ცალი კვერცხი
  • 125 მლ რძე
  • 1 ჩკ სოდა
  • 300 გ ფქვილი
  • 2 სკ კარტოფილის სახამებელი
  • 2 სკ კაკაო
  • მწიკვი მარილი
  • 1 შეკვრა ვანილი

მომზადება:

დარბილებული კარაქი (უკეთესია მარგარინი) და შაქარი კარგად ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და რძეში გახსნილი სოდა და მწიკვი მარილი, შეურიეთ კარაქიან მასას. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, სახამებელი და ვანილი. მიღებული ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად, ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო.
ნამცხვრის ფორმა კარგად გაცხიმეთ და მოაყარეთ ცოტა ფქვილი, შემდეგ ფორმის ცენტრში მონაცვლეობით დაასხით ორ-ორი კოვზი ჯერ თეთრი, ხოლო შემდეგ მუქი ცომი სანამ ცომის მასა მთლიანად არ ამოგეწურებათ (შეგიძლიათ ცომი ხის ჩხირით ლამაზად დახაზოთ).

Zebra Kuchen
შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 150-160 გრადუსზე, ცხვება დაახლოებით 1 საათი ან 1 საათი და 10 წუთი, ცხობის დროს სასურველია ღუმელი არ გამოაღოთ.

Kuchen Zebra

ნამცხვარი ზებრა რომ გაგრილდება გადმოიღეთ ფორმიდან და სურვილისამებრ მოასხით შოკოლადის მინანქარი ან მოაყარეთ შაქრის პუდრი.

Zebra-Kuchen

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *