ყაბაყის, ბოსტნეულის და ხორცის ჩაშუშული

On 11/03/2013 by letusc

ყაბაყის, ბოსტნეულის და ხორცის ჩაშუშული – გემრიელი, ვიტამინებით მდიდარი და დაბალკალორიული კერძი. ვეგეტარიანელებმა და მარხულებმა ხორცის გარეშე მოამზადონ.

ყაბაყის, ბოსტნეულის და ხორცის ჩაშუშული

მასალა:

  • 1 წითელი, 1 მწვანე და 1 ყვითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 დიდი ყაბაყი
  • 400 გ ფრინველის ან ღორის რბილი ხორცი
  • 3 თავი ხახვი
  • 150 გ ქამა სოკო
  • 1 ყუთი თურქული ბარდა (265 გ)
  • 500 გ ბროკოლი
  • ქარი (Curry), მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • ზეთი ხორცის შესაწვავად

მომზადება:

ბროკოლი გარეცხეთ, ყვავილებად დაყავით და მდუღარე წყალში 5-6 წთ მოხარშეთ, წყალი გადაწურეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და დაწურეთ.

ხახვი, ბულგარული წიწაკა და ყაბაყი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით.

ხორცი მოკლე ზოლებად დაჭერით და ცოტა ცხიმში ორივე მხრიდან მსუბუქად შებრაწეთ. დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული, დაახურეთ სახურავი და შუშეთ. პერიოდულად მოურიეთ.

zuchini-fleisch-pfanne

ბოსტნეული რომ შერბილდება, დაახლოებით 20 წუთში დაამატეთ სითხისაგან დაწურული თურქული ბარდა, მალევე მოხარშული ბროკოლი და დატოვეთ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი. ბოლოს შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და ქარის (Curry) ფხვნილით.

zuchini-fleisch-pfanne

მიირთვით ცხელი მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

გაამოთ! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *