ყაბაყის და სტაფილოს ცხელი სალათი
ყაბაყის და სტაფილოს ცხელი სალათი – ძალიან გემრიელი, დაბალკალორიული და ჯანსაღი ცხელი სალათი, რომელიც უხდება ხორცეულს, ღუმელში შებრაწულ მთლიან კარტოფილს, ბრინჯს, ცალკეც არაჩვეულებრივია. დასაშვებია ვეგანებისა და მარხულებისათვის.
მასალა:
- 3 ყაბაყი
- 2-3 სტაფილო
- 4 მწვანე ხახვი
- 1 თავი ხახვი
- 3-4 პამიდორი ან დაჭრილი პამიდვრის კონსერვი
- 1-2 კბილი ნიორი
- მსხვილად დაფქული წიწაკა, მარილი
- რამოდენიმე ღერი ქინძი და ოხრახუში
- ზეთი შესაწვავად
მომზადება:
დაჭერით მწვანე ხახვი რგოლებად, თავიანი ხახვი სიგრძივ მსხვილ ნაჭრებად და სტაფილო რგოლებად. ჩაასხით ზეთი ღრმა ტაფაში, ჩაყარეთ დაჭრილი მოსტნეული და შუშეთ საშუალო ცეცხლზე. სტაფილო ცოტა რომ მორბილდება, ჩაამატეთ ნახევარ ან მეოთხედ წრეებად დაჭრილი ყაბაყი. თუ გნებავთ, რომ ბოსტნეული ჩაითუთქოს და ჩარბილდეს, ტაფას სახურავი დააფარეთ, ბოსტნეულმა რომ კონსისტენცია შეინარჩუნოს, ვიტამინებიც „გადურჩეს“ და ხრამუნა დარჩეს, დახურება არ სჭირდება. ხშირად ურიეთ. ყაბაყი რომ ცოტა შეიბრაწება, დაამატეთ დაჭრილი პამიდორი. შეკმაზეთ გაჭყლეტილი ნივრით, წიწაკით, მარილით და მწვანილით.
მიირთვით გემრიელად!