ყაბაყი ინდაურის შიგთავსით
უგემრიელესი კერძი – ყაბაყი ინდაურის შიგთავსით, ქოქოსის რძით და არაქისის კარაქით.
კერძი მდიდარია ცილებით და შეიცავს ნახშირწყლების მინიმალურ რაოდენობას. არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.
მასალა:
- 4 ცალი მრგვალი ყაბაყი (თითოეული 230 გ) ან შესაბამისი რაოდენობის გრძელი ყაბაყი
- 300 გ ფრინველის მკერდი
- 1 პატარა ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 200 მლ ქოქოსის რძე
- 1-2 ჩკ არაქისის კარაქი
- ქარი (Curry სურვილით)
- პატარა კონა ქინძი
- მარილი და პილპილი
- ცოტაოდენი გახეხილი ყველი (სურვილით)
- 1-2 სკ ზეითუნის ზეთი ფორმისათვის
მომზადება:
ქოქოსის რძეს შეურიეთ არაქისის კარაქი, შეკმაზეთ მარილით და პილპილით.
ხორცი წვრილად დაჭერით, შეაშრეთ და მოაფრქვიეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მოასხით ქოქოსის რძის საკმაზის ნაწილი, შეურიეთ გაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ქინძი და კარგად აურიეთ.
ყაბაყი გარეცხეთ, თავი გადააჭერით და სადილის კოვზის და დანის საშუალებით რბილობი ამოაცალეთ ისე, რომ კედლები არ დაზიანოთ.
ყაბაყების შიდა ზედაპირზე მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი და ამოავსეთ ხორცით.
ცეცხლგამძლე ფორმას ძირზე წააცხეთ ზეითუნის ზეთ, მოათავსეთ მასში ხორციანი ყაბაყები და შედგით წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთით.
ყაბაყი ინდაურის შიგთავსით ცხელ-ცხელი მიირთვით მოხარშულ კანგაუცლელ ბრინჯთან ან წიწიბურასთან ერთად, მოასხით მორჩენილი ქოქოსის საკმაზი.
გემრიელად მიირთვით!
შენიშვნა: თუ ყველი გიყვართ შეგიძლიათ ყველიანი ვარიანტი მოამზადოთ – ხორცი თითქმის მზად რომ იქნება, გამოიღოთ ღუმელიდან, ზედაპირზე გახეხილი ყველი მოაფრქვიოთ და ისევ შეაბრუნოთ ღუმელში ყველის დადნობამდე.